ჩვენ შესახებ

თბილისის ცენტრალური ავტოვაგზალი აშენებულია და ექსპლუატაციასი შევიდა 1973 წელს. პროექტი გაკეთებულია საქართველოს ცნობილი არქიტექტორების მიერ შოთა ყავლაშვილის ხელმძღვანელობით. ავტოვაგზალი თავისი პროექტით და მდებარეობა–განლაგებით ისეა აშენებული, რომ ქალაქ თბილისის მოსახლეობას თითქმის არ უქმნის რაიმე ეკოლოგიურ საშიშროებას. ანუ მავნე აირები, ხმაური და ვიბრაცია რაც მახასიათებელია ასეთი სახის ობიექტისათვის თითქმის არ აწუხებს ქალაქის მოსახლეობას. ავტოვაგზალს ამშვენებს ცნობილი მხატვრის და მოქანდაკის ზურაბ წერეთელის მოზაიკური პანო ,,ტრანსპორტის განვითარების ისტორია“. ავტოვაგზალს გააჩნია 20 ძირითადი და ამდენივე დამატებითი ბაქანი. ამ რაოდენობის ბაქნებით და თავისი ინფრასტრუქტურით ავტოვაგზალს შეუძლია დღე–ღამეში მოემსახუროს 18000 მგზავრს. ავტოვაგზალს გააჩნია სამი სხვადასხავ დონის სასტუმრო, მგზავრთა მოსაცდელი დარბაზი , დედათა და ბავშვთა ოთახი, აფთიაქი, სამედიცინო პუნქტი,24 საათიანი სუპერმარკეტი,სალაროები ვალუტის გადამცვლელი პუნქტი და სხვა ფართები რომლებშიც განთავსებულია პარტნიორი ფირმების ოფისები. ავტოვაგზალი ძირითადად ემსახურება საერთაშორისო და საქალაქთაშორისო რეისებს. აქედან სრულდება რეისები აზერბაიჯანის, რუსეთის, სომხეთის, თურქეთის ირანის და საბერძნეთის მიმართულებით. საქალაქთაშორისო რეისები სრულდება კახეთის, ქვემო ქართლის და აჭარის ქალაქების მიმართულებით. თბილისის ცენტრალური ავტოვაგზალი არის სააქციო საზოგადოების საკუთრება. მისი მართვის უმაღლესი ორგანოა სააქციო საზოგადოების საერთო კრება, სააქციო საზოგადოებას ჰყავს სამეთვალყურეო საბჭო და დირექცია. სააქციო საზოგადოებას შეუძლია უზრუნველყოს მისი საქმიანობისას წარმოქმნილი ყველა ვალის დაფარვა. იგი მომგებიანი ორგანიზაციაა. ავტოვაგზალი არის ,,საქართველოს სახმელეთო გზით მგზავრთა გადაყვანის ასოციაციის“ ერთ–ერთი დამფუძნებელი და აქტიური წევრი. ეს ასოციაცია კი გაერთიანებულია მსგავს საერთაშორისო ორგანიზაციებში. ავტვაგზლის შენობა და კუთვნილი ტერიტორია იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ აქ განხორციელდეს სოლიდური ინვესტიციები, რითაც შესაძლებელი იქნება მოეწყოს მძლავრი სატრანსპორტო კვანძი, სამრეწველო სავაჭრო და მომსახურების საწარმოები. ამ მიზნით ავტოვაგზლის ხელმძღვანელობა თანახმაა ითანამშრომლოს ყველა დაინტერესებულ ინვესტორთან.